მოგვიყევით თქვენს პროექტზე და განვიხილოთ ყველა აუცილებელი დეტალი.
პასუხები ყველაზე გავრცელ შეკითხვაზე
ფასის სათქმელად საჭიროა ვიცოდეთ:
რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს? მხოლოდ პროდუქციას, მხოლოდ მომსაუხრებას თუ პროდუქციასაც და მომსახურებასაც?
რა ტიპის საიტი გჭირდებათ? – მარტივი ტიპის, ონლაინ მაღაზია, ბლოგი და ა.შ
რამდენ ენაზე იქნება საიტი?
ეს და სხვა დეტალები აუცილებლად უნდა განვიხილოთ და უკვე ამის შემდეგ შეგვეძლება ზუსტად გითხრათ საიტის დამზადების ფასები და დრო.
დაგვიკავშირდით: 597 22 33 34
შეთანხმების მიხედვით ფასში შეიძლება შედიოდეს: საიტის რედიზაინი, საიტის დამზადება, ტესტირება, საიტის მომსახურება და დაცვა, პრემიუმ თემები და პლაგინები, დახმარება დომენის და ჰოსტინგის შერჩევაში და შეძენაში. დომენის და ჰოსტინგის საფასური ფასში არ შედის.
SEO-მეგობრულია საიტი, თუ ის მორგებული არის საძიებო სისტემისთვის – Google-ს უყვარს ასეთი საიტები, რადგან მათი სტრუქტურა, დიზაინი და ხარისხი მორგებულია SEO სტანდარტებზე.
SEO-GEO მეგობრული საიტის დამზადება ნიშნავს ვებსაიტის ოპტიმიზაციას არა მხოლოდ Google-ისა და Bing-ის ძიებისთვის (SEO), არამედ თანამედროვე AI-პლატფორმებისთვისაც (GEO), რომლებიც პასუხებს ქმნიან ChatGPT-ის, Copilot-ის, Google AI Overview-ის ან Perplexity-ის მსგავსად.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თქვენი საიტი გამოჩნდეს როგორც ძიების შედეგებში, ასევე AI-გენერირებულ პასუხებში, რაც ზრდის ხილვადობას და ნდობას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:
18%-ზე მეტი Google ძიება იძლევა AI Overview-ს, სადაც მხოლოდ რამდენიმე წყაროა ნახსენები.
თუ საიტი მხოლოდ SEO-ზეა ოპტიმიზირებული, ის შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს AI პასუხებში.
ასეთი საიტები ვიზიტორებს მაქსიმალურად კომფორტულად აწვდიან მისთვის საჭირო ინფორმაციას.
ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვუზრუნველჰყოთ ხარისხიანი და უსაფრთხო საიტის დამზადება.
გაინტერესებთ რჩევები თუ როგორ გახადოთ თქვენი საიტი SEO-მეგობრული? დააჭირეთ ლინკს.
საიტის დამზადების დრო დამოკიდებულია საიტის სირთულეზე, ენების რაოდენობაზე და განსათავსებელი ინფორმაციის მოცულობზე. შემდეგ კი გასათვალისწინებელია ის თუ რამდენად დროულად მოგვაწვდის დამკვეთი ვებგვერდზე განსათავსებელ მასალას, როგორიც არის: ტექსტები, სურათები, პროდუქცია, პროდუქციის მახასიათებლები და ფასები და სხვა.
კი შესაძლებელია. რადგან საიტებს, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, აქვთ ძალიან მოხერხებული სამართავი პანელი. იუთუბში და ინტერნეტში განთავსებულია არის ვიდეო და ტექსტური ინფორმაცია თუ როგორ შეგიძლიათ თქვენს საიტზე სურათების და ტექსტების შეცვლა, გვერდების და სიახლეების დამატება ვებ დეველოპერის დახმარების გარეშე. შესაძლებელია მოლაპარაკება რამდენიმე ონლაინ გაკვეთილის ჩატარებაზე.
დიახ, გთავაზობთ საიტების ტექნიკურ მომსახურებს. ვემზახურებით როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ საიტებს.
ვამზადებთ შემდეგი ტიპის საიტებს:
ეს არის ვებ-საიტი, რომელის დანიშნულება არის აჩვენოს ვიზიტორს ინფორმაცია კომპანიის შესახებ: მთავარი გვერდი, ჩვენ შესახებ გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცის კომპანიის და მისი გუნდის შესახებ, მომსახურება – აქ არის იმ მომსახურების ან პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც კომპანია სთავაზობს თავის მომხარებელს და ბოლოს, კონტაქტების გვერდი, სადაც როგორც უკვე მიხვდით, ვიზიტორი ნახავს ინფორმაციას და გზებს თუ როგორ დაუკავშირდეს კომპანიას. ასეთ ვებ გვერდებს ხშირად კომპანიის კორპორატიულ საიტებს უწოდებენ. ამ საიტის დამზადება ყველაზე მარტივია.
ონლაინ მაღაზიებს აქვთ ონლაინ გადახდის მოდულები, რომლითაც, მომხმარებელს შეუძლია ბარათის გამოყენებით პროდუქციის შეძენა. ონლაინ მაღაზიისგან განსხვავებით, საიტი, სადაც განთავსებულია პროდუქციის კატალოგი, უბრალოდ აჩენებს მომხმარებელს თავის პროდუქციას, მის მახასიათებლებს და ფასს.
აქ შეიძლება გამოყენებული იქნას დაჯავშვნის მოდული, საიტის ვიზიტრომა დაათვალიროს მენიუ ან სასტუმროს ნომრების სურათები და აღწერა.
ამ ტიპის ვებგვერდზე ვიზიტორები ნახულობენ თუ რა მომსახურებას სთავზობს მათ ტურისტული კომპანია, რა ტურისტული მარშრუტები აქვთ და რა კომპანიებთან თანამშრომლობენ ამ კუთხით.
როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს არის საიტი, სადაც შესაძლებელია მანქანის ან სპეც.ტექნიკის (სატვირთო მანქანები, ამწე, ტრაქტორი და ა.შ) – დაქირავება.
სამშენებლო კომპანიის საიტზე ყველაზე საინტერესო გვერდები იქნება ის, სადაც უკვე შესრულებული პროექტების დათვალიერება არის შესაძლებელი. ასევე მშენებარე კორპუსებში ბინების წინასწარი შეთვალიერება და მათი დაჯავშნა.
ეს შეიძლება იყოს დასაქმების, განცხადებების ან საგანმანათლებლო ვებ გვერდი ონლაინ კურსებისთვის.
ძირითადად გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის – რამე პროდუქტის ან კონკრეტული მომსახურების გასარეკლამებლად.
საიტი ადამიანებისთვის ვისაც მათთვის და მათი მკითხველისთვის საინტერესო სიახლეების განთავსება უნდათ.
საიტი, სადაც ნებისმიერი სფეროს სიახლე შეიძლება განთავსდეს. აუცილებელი პირობა კი ის არის, რომ საიტზე განთვსებული ინფორმაცია იყოს მიმდინარე და აქტუალური.
© 2026 webservice.ge – საიტების დამზადება და ტექნიკური მომსახურება