საიტების დამზადება

ვებსერვისი გთავაზობთ საიტების დამზადებას WordPress-ზე, WooCommerce-ზე და AI პლატფორმებზე, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ხარისხიანი დიზაინი და ფუნქციონალი.

საიტების დამზადების სერვისები:

1. საიტების დამზადება 2. საიტების დაცვა 3. საიტების მომსახურება 4. საიტების ოპტიმიზაცია

check icon

თანამედროვე დიზაინი

მობილურზე და კომპიუტერზე მორგებული, ეფექტური და ფუნქციური საიტების დამზადება

check icon

მხარდაჭერა

განახლებები, უსაფრთხოება, სარეზერვო ასლები, სიჩქარის ოპტიმიზაცია და ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა

check icon

სწრაფი შედეგი

ვმუშაობთ სწრაფად, ხარისხიანად და ეფექტურად – ჩაგაბარებთ პროექტს იმ დროში, რომელზეც შევთანხმდით

check icon

მოწინავე ტექნოლოგიები

AI და WordPress - ყველაფერი რაც სჭირდება თანამედროვე, დახვეწილ და ფუნქციურ საიტს

გამოცდილება

10+ წელი

გთავაზოთ პრემიუმ ხარისხის საიტების დამზადებას და ტექნიკურ მომსახურებას

სანდო პარტნიორი

პარტნიორი

10+ კომპანია

. AI და WordPress

. კორპორატიული

. e-Commerce

. ლენდინგი

. რედიზაინი

. AI ასისტენტი

AI კონსულტანტი რომელიც 24 საათი ხშირად დასმულ კითხვებს ავტომატურად პასუხობს

აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სერვისი

სერვისების ჩამონათვალი:

რედიზაინი
ლენდინგი
ტექნიკური SEO
საიტების დაცვა და მომსახურება

მოძველებული ვებსაიტის განახლება თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციონალობით.


ლენდინგი არის ერთგვერდიანი ვებგვერდი, რომელიც შექმნილია კონკრეტული მიზნისთვის - ვიზიტორს უბიძგოს მოქმედებისკენ, მაგალითად პროდუქტის ყიდვა, სერვისზე გამოწერა, ღონისძიებაზე რეგისტრაცია ან საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება.

ტექნიკური SEO არის ვებსაიტისა და სერვერის ოპტიმიზაცია, რომელიც საძიებო სისტემებს (მაგ. Google) ეხმარება გვერდების მარტივად დათვალიერებაში, ინდექსაციასა და გაგებაში.

საიტების დაცვა და მომსახურება არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც იცავს ვებსაიტსა და მონაცემებს მავნე თავდამსხმელებისგან, ჰაკერებისა და ვირუსებისგან.

ინფორმაცია ფასდაკლების შესახებ

გაინტერესებთ საიტების დამზადება?

როგორი საიტები არსებობს?

ინფორმაცია საიტების ტიპების მიხედვით

საიტი სავიზიტო-ბარათი

ეს არის ვებ-საიტი, რომლის დანიშნულება არის აჩვენოს ვიზიტორს ინფორმაცია კომპანიის შესახებ: მთავარი გვერდი, ჩვენ შესახებ გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია კომპანიის და მისი გუნდის შესახებ, მომსახურება - აქ არის იმ მომსახურების ან პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს და ბოლოს, კონტაქტების გვერდი, სადაც როგორც უკვე მიხვდით, ვიზიტორი ნახავს ინფორმაციას და გზებს თუ როგორ დაუკავშირდეს კომპანიას. ასეთ ვებ გვერდებს ხშირად კომპანიის კორპორატიულ საიტებს უწოდებენ. ამ საიტის დამზადება ყველაზე მარტივია.

ტურისტული საიტი

ამ ტიპის ვებგვერდზე ვიზიტორები ნახულობენ თუ რა მომსახურებას სთავაზობს მათ ტურისტული კომპანია, რა ტურისტული მარშრუტები აქვთ და რა კომპანიებთან თანამშრომლობენ ამ კუთხით.

სამშენებლო კომპანიებისთვის

სამშენებლო კომპანიის საიტზე ყველაზე საინტერესო გვერდები იქნება ის, სადაც უკვე შესრულებული პროექტების დათვალიერება არის შესაძლებელი. ასევე მშენებარე კორპუსებში ბინების წინასწარი შეთვალიერება და მათი დაჯავშნა.

სხვადასხვა ტიპის პორტალი

ეს შეიძლება იყოს დასაქმების, განცხადებების ან საგანმანათლებლო ვებ გვერდი ონლაინ კურსებისთვის.

ბლოგი

საიტი მათთვის ვისაც მკითხველისთვის საინტერესო სიახლეების განთავსება უნდათ.

ონლაინ მაღაზია ან პროდუქციის კატალოგი

ონლაინ მაღაზიებს აქვთ ონლაინ გადახდის მოდულები, რომლითაც, მომხმარებელს შეუძლია ბარათის გამოყენებით პროდუქციის შეძენა. ონლაინ მაღაზიისგან განსხვავებით, საიტი, სადაც განთავსებულია პროდუქციის კატალოგი, უბრალოდ აჩენებს მომხმარებელს თავის პროდუქციას, მის მახასიათებლებს და ფასს.

სასტუმროსთვის ან რესტორნისთვის

აქ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაჯავშნის მოდული, საიტის ვიზიტორმა დაათვალიროს მენიუ ან სასტუმროს ნომრების სურათები და აღწერა.

მანქანების ან სპეც.ტექნიკის გაქირავების საიტი

როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს არის საიტი, სადაც შესაძლებელია მანქანის ან სპეც.ტექნიკის (სატვირთო მანქანები, ამწე, ტრაქტორი და ა.შ) – დაქირავება.

ლენდინგ ფეიჯი

ძირითადად გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისთვის – რამე პროდუქტის ან კონკრეტული მომსახურების გასარეკლამებლად.

ახალი ამბების საიტი

საიტი, სადაც ნებისმიერი სფეროს სიახლე შეიძლება განთავსდეს. აუცილებელი პირობა კი ის არის, რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს მიმდინარე და აქტუალური.

საიტების დამზადება თქვენი ბიზნესისთვის

© 2026 webservice.ge – საიტების დამზადება და ტექნიკური მომსახურება