როგორი უნდა იყოს
გეცნობათ სიტუაცია, როდესაც ეძებთ პროდუქტს ან მომსახურებას და ძიების შედეგებში ვერ პოულობთ თქვენი კომპანიის საიტს?
ამ მიზეზების გამო ახალი საიტის დამზადება გიწევთ ან უკვე არსებულის გადაკეთება იმისთვის, რომ ის გახდეს SEO-მეგობრული? კი, სამწუხაროდ ასეთი რამე ხშირად ხდება.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ დღეს მოგცემთ რამდენიმე რჩევას თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აირიდოთ ან უკვე არსებული საიტის პოზიციები გაამჯობესოთ.
კარგი ჰოსტინგ პროვაიდერი არამარტო უზრუნველყოფს საიტის ფაილების შენახვას და მათ განთავსებას, არამედ სათანადო დაცვას და ისეთ პარამეტრებს, რომელიც მოქმედებს საიტის ჩატვირთვის სიჩქარეზე – Googles-ს კი უყვარს დაცული და სწრაფი საიტები.
ამაზე ხშირად წერენ უკვე რამდენიმე წელია და მიკვრის, რომ კიდევ არის საჭირო შეხსენება, რომ საიტი უნდა იყენებდეს უსაფრთხოების SSL-სერტიფიკატს. დააკვირდით ცნობილი ბრენდების მისამართებს ბრაუზერში – ყველა იწყება https:// -ით. კარგი ჰოსტინგ პროვაიდერი ამ ამოცანას უთქმელად მოგიგვარებთ.
ამ ფაილების არსებობა კრიტიკულად სასიცოცხლოა თქვენი საიტისთვის, რადგან საძიებო სისტემების ბოტები ხედავენ გვერდების და დირექტორიების ჩამონათვალს, რომელიც აქვს თქვენს საიტს, ხედავენ თქვენს სურვილს, გინდათ თუ არა, რომ დაასკანირონ და გამოაჩინონ საძიებო სისტემაში (მართალია დამოუკიდებლად ღებულობენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს საკითხი მაინც მნიშვნელოვანია).
თუ საიტი მზად არის და გინდათ მისი საძიებო სისტემებში გამოჩენა, დარწმუნდით, რომ საძიებო სისტემის ბოტები მას ხედავენ და ახდენენ მის ინდექსაციას. თუ საიტი არ არის მზად, აუცილებელია ინდექსირების დროებით გათიშვა.
ეს დაეხმარება საძიებო სისტემის ბოტებს იმის გაგებაში თუ რა თემას ეხება თქვენი საიტი და რა ინფორმაციას, მომსახურებას ან პროდუქტს მიიღებს ვიზიტორი თქვენ საიტზე შემოსვლისას. ამ საძიებო სიტყების ანუ keyword-ების სწორად მოძიებაში სასურველია დაგეხმაროთ პროფესიონალი, რომელიც გაგიწევთ SEO მომომსახურებას. ამ საიძიებო სიტყვების ტექსტში სწორად და ეფექტურად გამოყენებაში კი ქოფირაითერი დაგეხმარებათ. ახლავე შეგიძლიათ ჩაწეროთ Google-ში, Bing-ში ან სხვა, თქვენთვის საინტერესო საძიებო სისტემაში თქვენი მომსახურების ან პროდუქტის სახელი და… რა შედეგი მიიღეთ? იპოვეთ თქვენი კომპანიის საიტი?
საუბარი მაქვს <h1> – <h6> ჰედერებზე. ამ ჰედერების სწორად გამოყენებით, საძიებო სისტემის ბოტები აკვირდებიან ტექსტში გამოყენებულ ტერმინოლოგიას და ხვდებიან რა თემატიკას ეხება ეს კონტენტი. ეს კი თავის მხრივ, დაეხმარება საიტს საძიებო სისტემის შედეგებში უკეთესი პოზიციების დაკავებაში.
SEO-მეგობრული ლინკების გამოყენება (URL) სეო მეგობრული საიტების ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის სეო მეგობრული ლინკები, ანუ SEO-მეგობრული URL. მაგალითისთვის, თუ ეძებთ გუგლში „მარკეტინგული მომსახურება“ – სასურველია საიტზე ასეთი სტრუქტურა გქონდეთ: https://თქვენისაიტი.ჯი/მარკეტინგული-მომსახურება
Google-ს უახლესი კვლევების თანახმად, ინტერნეტში ინფორმაციის მოსანახად, ყოველდღე იზრდება მობილური მოწყობილობების გამოყენების პროცენტი. შეამოწმეთ თქვენი საიტი მობილურით ან პლანშეტით – იკითხება ყველაფერი ზედმეტი მოძრაობების გარეშე? ძალიან კარგი!
დამეთანხმებით, რომ სურათებიანი კონტენტი უფრო საინტერესო და ადვილად აღსაქმელია, ვიდრე უბრალოდ უსასრულო ტექსტი. მაგრამ სურათების გამოყენება სიფრთხილით და წესების დაცვით არის საჭირო: აუცილებელია მათი სწრაფად და უპრობლემოდ ჩატვირთვა, alt – ტეგების სწორად გაწერა და მოკლე აღწერის დამატება. ესეც საძიებო სისტემებისთვის არის საჭირო.
თუ საიტის ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება – მის გახსნას სავარაუდოდ არც დაელოდებიან. საიტის ჩატვირთვის სისწრაფეზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარია სურათების ოპტიმიზაცია, საიტის კოდის წესების დაცვით დაწერა და ჰოსტინგის პაკეტის შერჩევა საიტის მოცულობის და ვიზიტორების რაოდენობის გათვალისწინებით.
გააზიარეთ თქვენი საიტი სოციალურ ქსელებში, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გააცნოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის, პროდუქტის თუ მომსახურების შესახებ. სოც. ქსელებში თქვენი საიტის კარგად გაზირებისთვის (სურათი, ტექსტები) აუცილებლად უნდა შეგეძლოთ Open Graph ტეგების გამოყენება, საუბარი მაქვს: og:image, og:title, og:description.
ამ კოდის გამოყენებით, საძიებო სისტემები კიდევ უფრო კარგად იგებენ თუ რა ტიპის კონტენტია საიტზე განთავსებული და როგორ ჯობია მათი ჩვენება ძიების შედეგებში. მაგალითისთვის, თუ თქვენ გაქვთ კერძების რეცეპტების საიტი, ხშირად დასმული კითხვების განყოფილება ან კონკრეტულ პროდუქტის აღწერის გვერდი თქვენი ონლაინ მაღაზიიდან.
საიტის კონტენტი მზად არის. საინტერესო ტექსტები და სურათები განთვსებულია და ოპტიმიზებული. ძალიან კარგი. ახლა საიტის გვერდების და პოსტების ერთმანეთში გადალინკვა უნდა მოახდინოთ. მაგალითისთვის ტექსტში რომელიმე თემა ცალკე განხილვას მოითხოვს? – დაურთეთ ლინკი. ამ ლინკზე გადასვლისას კი სრულად განათავსეთ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. ეს მექანიზმიც ძალიან ეხმარება საძიებო სისტემის ბოტებს თქვენი საიტის სტრუქტურის აღქმაში და მისი სწორად შეფასებაში.
საძიებო სისტემებში საიტის კონტენტის ფრაგმენტები ჩანს მხოლოდ. ეს ფრაგმენტები რაც შეიძლება საინტერესო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს იმისთვის, რომ ვიზიტორი დაინტერესდეს, დაკლიკოს და თქვენს საიტზე გადავიდეს.
დაამატეთ თქვენი საიტი Google Search Console-ში და Google Analytics. Bing-ისთვის კი Bing Webmaster Tools.
მოკლედ, ადევნეთ თვალი SEO სიახლეებს, მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რითი შეგიძლიათ თქვენი საიტის პოზიციების გაუმჯობესება, დადეთ საინტერესო, ხარისხიანი და უნიკალური კონტენტი, გაითვალისწინეთ ჩემი რეკომენდაციები (თუ აქამდე ეს არ გაგიკეთებიათ) და ნახავთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი საიტის პოზიციები ძიების შედეგებში. მართალია, შედეგები მყისვე არ დგება, მათ სჭირდება შრომა და მოთმინება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო პროცესია, მით უმეტეს, რომ შედეგებმა შეიძლება უფრო შთაგაგონოთ და SEO ისე შეგიყვარდეთ როგორც მე.
შენიშვნა: ეს ფაქტიურად მინიმალური მოთხოვნებია, რაც თანამედროვე სეო მეგობრულ საიტს სჭირდება. საძიებო სისტემების ალგორითმები პერიოდულად იცვლება და მოთხოვნები და რეგულაციები პერიოდულად განახლებადია, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საიტის თავისებურებები – სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა საიტს თავისი მიდგომა სჭირდება, მაგრამ თუ ამ მინიმალური მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია თქვენ საიტზე – სპეციალისტები ვერ გაუწევენ მას SEO მომსახურებას.
თუ თქვენი საიტი WordPress-ზეა, შეიძლება ეს პლელისტი “SEO ვორდპრესისთვის” მოგეწონოთ.
თუ არ გინდათ, რომ დაკარგოთ ფული – თქვენი საიტი უნდა იყოს SEO-მეგობრული.
პატივისცემით, ვლადიმერ კვარაცხელია
გჭირდებათ კონსულტაცია?
ჩავინიშნოთ დრო და ზუმში გავაკეთოთ შეხვედრა. პირველი კონსულტაცია უფასოა.